ნაციონალების სიღნაღის მაჟორიტარობის  კანდიდატი  კვლავ  ნუგზარ აბულაშვილი იქნება

ნაციონალების სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი კვლავ ნუგზარ აბულაშვილი იქნება

ნაციონალური მოძრაობის სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილი იქნება. from.ge–სთან საუბარში ნუგზარ აბულაშვილმა მაჟორიტარად დასახელება არ გამორიცხა.  

„ჩემთვის მაჟორიტარობასთან დაკავშირებით პირდაპირ არავის განუცხადებია“, –აღნიშნა აბულაშვილმა.  

ნუგზარ აბულაშვილი ამჟამადაც სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატია. ის მე–6 მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

ასევე ცნობილი ხდება ნაციონალების  საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი. მმართველი პარტია ამ რაიონში ისევ ზაზა გულიკაშვილის წარდგენას გეგმავს.

გულიკაშვილი 1992 –2005 – შპს მეფრინველეობის ფაბრიკა "საგარეჯოს", დირექტორი იყო. 2005 – 2008 წლებში კი შპს "სათავე პლუსის" დირექტორი.