თარგამაძე:  ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა სახელისუფლო რესურსი გამოიყენა და ძველი რეჟიმის დასასრულისას კვლავ ხელისუფლებაში მოვიდა

თარგამაძე: ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა სახელისუფლო რესურსი გამოიყენა და ძველი რეჟიმის დასასრულისას კვლავ ხელისუფლებაში მოვიდა

"ქრისტიან-დემოკრატი" გიორგი თარგამაძის შეფასებით, ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა სახელისუფლო რესურსი გამოიყენა,  როცა ძველი რეჟიმის დასასრულისას, გადახტნენ და ხელისუფლებაში მოვიდნენ.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ არჩევნები ახლოვდება და ბუნებრივია, რომ თამაშის ის წესები, რომელიც ხელისუფლებას აქვს, უფრო მეტად საცნაური და გამოკვეთილი ხდება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ლიდერი და ფიგურა, ახალი არ არის პოლიტიკური სინამდვილისთვის და მან თავი  საზოგადოებას იმით დაამახსოვრა რომ „მოქალაქეთა კავშირში“ წამყვანი ფიგურიდან, შემობრუნება და კვლავ ხელისუფლებაში მოსვლა შესძლო.

“შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში, როცა იგი წლების განმავლობაში “მოქალაქეთა კავშირში”ერთ-ერთ წამყვანი ფიგურა იყო, ერთი წლის განმავლობაში მოახერხა დაერწმუნებინა საზოგადოება რომ თითქოს დიდი ოპოზიციონერი იყო, შემდეგ კი ხალხი მას აღტყინებით ენდო” - განაცხადა თარგამაძემ.  

„სააკაშვილი ამბობს, რომ ინდუსტრიული ზონა  ჩავარდა და ეს იყო დიდი შეცდომა ფოთში, თითქოს ეს მთავრობა გიორგი თარგამაძის მთავრობაა და არა მისი. დადის და ტუქსავს პირდაპირ ეთერში კომერციული ბანკებს და მათი მსუნაგობისა და გაუმაძღრობის შედეგად მიაჩნია, ნახევარი საქართველო კრედიტების გამო, ბინების გარეშე რომ არის დარჩენილი. გეგონება მან მისი უმრავლესობით არ მიიღო ცვლილებები კანონებში, რომელთაც ხელი გაუხსნა  ბანკებს საიმისოდ, რომ ძალიან მარტივად, ზოგ შემთხევევაში, სასამართლოს გევრდის ავლითაც კი შეუძლიათ ბინები ჩამოართვას მოქალაქეებს. ეს გააკეთა სააკაშვილმა და მისმა უმრავლესობამ, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით” – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.