კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკა რურუა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის შეჩერებას გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით მან განცხადება საფრანგეთში ვიზიტის დროს გააკეთა."იუნესკოში შეხვედრა მაქვს ბაგრატის ტაძრის ირგვლივ ატეხილ აყალმაყალთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად ხელოვნურია“,- აცხადებს რურუა
როგორც რურუა აცხადებს, ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია მხოლოდ დროებით შეფერხდა და მისი რეკონსტრუქცია მალე განახლდება.
„პროექტის მიმართ საუკეთესო ფორმით თუ შინაარსით სერიოზული დეზინფორმაციის ნაკადი იყო მავანთა და მავანთა მიერ. ეს არის მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების მიერ მომზადებული ნამდვილად უნიკალური პროექტი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და სულ მალე მთელი თავისი ბრწყინვალებით წარსდგება. ეს შეფერხება კი დროებითია. ინფორმაციას კი ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს", - განაცხადა რურუამ.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ბრძანების საფუძველზე, გუშინ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია შეჩერდა. პატრიარქი, მის მიერ გამოცემული ბრძანების ერთ-ერთ მუხლში ცალსახად აღნიშნავს, რომ ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე თვითნებური სარესტავრაციო სამუშაოები დროებით შეჩერდეს და ამასთან ბრძანებს, რომ აუცილებელია არსებული პროექტის კორექტირება.