საპარლამენტო ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ ტყიბულის რაიონი თანამედროვე მონობის მაგალითად დაასეხელა.
ლორთქიფანიძის განმარტებით, „შრომის კოდექსი“ საქართველოში თანამედროვე მონობას აკანონებს, ამის პრაქტიკული მაგალითი კი ტყიბულია.
„ტყიბულში 1200 ადამიანი დასაქმებულია, მაგრამ კაბალური პირობებით. როცა ადამიანი მაღაროში 400 მეტრის სიღრმეში მუშაობს, მუშაობის არანაირი შესაბამისი პირობა არ არსებობს. იქ, სადაც ბოლოს წლების განმავლობაში 14 ადამიანი დაიღუპა და სადაც შრომის ელემენტარულ წესებს არ იცავენ, თავის მოწონება არ შეიძლება“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მანვე განმარტა, რომ საკუთარი თვალით ნახა ახალი სამკერვალო ფაბრიკა, სადაც „თანამედროვე მონობაა - 80 ლარად მუშაობენ ქალბატონები, რომელიც ხელფასს 20-30 ლარიანი განწილვადებით იღებენ.
„მაღაროც და სამკერვალო ფაბრიკაც თურქული მენეჯმენტის ქვეშაა და მაშინ, როცა იგივე გადახარისხების საამქროს უფროსს, თურქ მენეჯერს 12 000 ლარიანი ხელფასი აქვს, ქართველ მუშა 300 ლარს იღებს და არანაირი სოციალური დაცვის პაკეტი არ გააჩნია“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ. მან პარლამენტის ტრიბუნიდან ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს პავლე კუბლაშვილს მიმართა.
ლორთქიფანიძეს კუბლაშვილმა უპასუხა და ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არ დაეთანხმა.