ბაღათურიამ მთავრობა სუტინიორობაში ამხილა

ბაღათურიამ მთავრობა სუტინიორობაში ამხილა

"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ მთავრობა სუტენიორობაში დაანაშაულა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ბაღათურიამ განაცხადა, რომ აჭარაში ხელისუფლების წარმომადგენლები უბინძურესი ბიზნესით – საერთაშორისო ტრეფიკინგით არიან დაკავებული.

"რას ეძახით თურქულ ინვესტიციას? შუა აზიიდან მეძავების იმპორტს ჰქვია ინვესტიცია? მთავრობა ისე დაეცა, რომ პროსტუტუციით ფულის კეთებით არის დაკავებული. ამას პოპულარულ ენაზე სუტენიორობა ჰქვია", -განაცხადა   ჯონდი ბაღათურიამ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება საზოგადოებას უმალავს თუ როგორ ცხოვრობს ხალხი “კურიერის" კამერის, ობიექტივის მიღმა. აგრეთვე როგორი კონტრასტია აჭარაში, "შერატონსა" თუ "რედისონში" "გაჯგიმულ, კორუმპირებული, ხაზინის ქურდ მთავრობის წევრებსა და ხალხის ცხოვრებას შორის, რაში იხარჯება ქობულეთის, ბათუმის ბიუჯეტები, როგორ გააქტიურდნენ აჭარაში ანტიქართული ძალები და როგორ თანმიმდევრულად ხდება მისი იდეოლოგიურ-პოლიტიკური ანექსია.

ბაღათურიამ მედიაზე ზეწოლაზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ბაღათურიას თქმით,  ხელისუფლების მიერ მედიაზე განხორციელებული ზეწოლა, მათ შორის, "მე-9 არხის"მაუწყებლობის გამორთვა, პენიტენციარულ სისტემაში "ასავალ-დასავალის" შეტანის აკრძალვა და ა.შ. სწორედ იმისთვის ხდება, რომ ხალხმა არ ნახოს, თუ როგორ ცხოვრობს რეალურად ხალხი.