ნაციონალური მოძრაობის სააჩევნო სია არჩევნების თარიღის განსაზღვრის შემდეგ გახდება ცნობილი. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის განმარტებით, ნაციონალური მოძრაობის სიის ათეულში ახალი სახეები აუცილებლად იქნება.
კითხვაზე - იქნება თუ არა ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე, კუბლაშვილმა ზოგადი პასუხი გასცა.
„სიაზე მას შემდეგ იქნება საუბარი, რაც არჩევნების თარიღი განისაზღვრება.
მანამდე ჟურნალისტებსა და საზოგადოებას საშუალება ექნება ბევრი სხვადასხვა ვარიანტი ჰქონდეს, მაგრამ როგორი იქნება სია და მაჟორიტარები, ამას თავის დროზე გაიგებთ“, – განუცხადა from.ge-ს კუბლაშვილმა.
იგი ასევე არ საუბრობს იმაზე მოაზრება თუ არა გიორგი კარბელაშვილი მმართველი პარტიის სიის პირველ ნომრად.
„არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.