ხუმრობით თუ სერიოზულად, კიშინიოვის მერმა დორინ კირტოაკემ ქვეყნის პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი ისურვა.
„თავში ასეთი აზრი მომივიდა. საქართველოში სააკაშვილი პრეზიდენტობის მეორე ვადას ამთავრებს, რის შემდეგაც მას უფლება აღარ აქვს კენჭი მესამე ვადით იყაროს. თუ მას საქართველოს პრეზიდენტობა აღარ შეეძლება, დაე, ჩამოვიდეს მოლოდოვაში, კორუფციაც გაქრება და ინვესტიციებიც იქნება. იქნება წესრიგიც“,-განაცხადა კიშინიოვის მერმა დორინ კირტოაკემ კორუფციის წინააღმდეგ გამართულ სხდომაზე.