33 წლის ნიკ ვალენდამ ნიაგარას ჩანჩქერზე „გადაისეირნა“(VIDEO)

33 წლის ნიკ ვალენდამ ნიაგარას ჩანჩქერზე „გადაისეირნა“(VIDEO)

ცნობილმა ამერიკელმა ექსტრემალმა ნიკ ვალენდამ ნიაგარას ჩანჩქერის თავზე გადაჭიმულ  ბაგირზე გაიარა. ბაგირი 50 მეტრის სიმაღლეზე, ამერიკის ტერიტორიიდან, კანადის ტერიტორიამდე იყო გაჭიმული.

550 მეტრის სიგრძის რთული გზა,  ექსტრემალმა 25 წუთის განმავლობაში დაფარა.

ორი ქვეყნის ხელისუფლებამ დაარღვია კანონი, რომელიც ნიაგარას ჩანჩქერზე მსგავსი ტრიუკების ჩატარებას კრძალავდა. ბოლო 128 წლის განმავლობში ნიკ ვალენდა გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც სარისკო ჩანჩქერი გადაკვეთა.

ნიკი ამ სვლისთვის 2 კვირა ემზადებოდა. მას ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და გადაწვეტილიებაც მიღებული, რომ ბაგირზე უსაფრთხოების ქამრის გარეშე გადასულიყო.

ვალენდას ბაგირზე მსვლელობას ტელეკომპანია ABC–ის მაყურებელი პირდაპირი ეთერის საშუალებით ადევნებდა თვალს.  ტრანსლაციის დაწყებამდე ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა ექსტრემალს დამცავი ქამრის გაკეთება მოსთხოვეს. ვალენდას მოუწია დაერღვია ოჯახური ტრადიცია და ნიგერიის  ჩანჩქერზე უსაფრთხოების ქამრით გავიდა.

მსგავსი ტრიუკის გაკეთება ნიაგარას ჩანჩქერზე კანონით აკრძალულია და ვინც ამას მაინც შეეცდება ჩანჩქერიდან პირდაპირ „ციხეში“ მიდის. თუმცა ნიკმა ორი ქვეყნის, ამერიკისა და კანადის მთავრობასთან შეთანხმებას მაინც მიაღწია. ამ ფაქტს ხელი  შეუწყო, იმ გარემოებამ,  რომ ქალაქი ნიგარა-ფოლსი ბოლო დროს ტურისტებისთვის საინტერესო აღარ იყო. ხელისუფლებამ გადაწყვიტა,  ტურისტების ყურადღება ასე მიეპყრო.

ნიკ ვალენდა 33 წლის ამერიკელი ექსტრემალია, ის არის  „მფრინავი ვალენდების“ ოჯახის მეშვიდე თაობა. მისი წინაპრები აკრობატები იყვნენ. ნიკიმ თოკზე პირველად 2 წლის ასაკში გაიარა. ნიაგარა კი, 6 წლისამ ნახა.

მსვლელობის მეოცე წუთზე ნიკმა „ტვიტერზე“ 350 ათასი პოსტი და 14 ათასი შეტყობინება მიიღო.  ვალენდამ გულშემატკივრებთან განაცხადა, რომ  მცირეხნიანი დასვენების შემდეგ, პირველად ისტორიაში, არიზონას დიდი კანიონის თავზე გავლას გეგმავს.

550 მერტიანი ბაგირის გავლის პარალელურად აკრობატი ახერხებდა ჰქონოდა კავშირი მშობლებთან, მამასთან რომელიც მას მითითებებს აძლევდა. დედასთან, რომელიც მას ამხნევებდა და ჟურნალისტებთან, რომელთაც მისგან ყველაფერი აინტერესებდათ.

სამი ჩანჩქერისგან შემდგარი ნიაგარა - აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე  მდებარეობს. ჩანჩქერები ამერიკის შტატ ნიუ-იორკსა და კანადის პროვინცია ონტარიოს საზღვარზეა. ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩანჩქერი ნიაგარა, უძველეს დროში, დედამიწის უკანასკნელ გამყინვარების დროს შეიქმნა. 1848 წლის 29 მარტს ამ ჩანჩქერზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა მოხდა, ნიაგარის ჩანჩქერი გაჩერდა. ეს გამოიწვია ამ დღეს არსებულმა ძლიერმა ქარმა, რომელმაც ერის ტბაში მდებარე ყინული დაძრა. ყინული ტბიდან მდინარე ნიაგარაზე გადავიდა და უზარმაზარმა მასამ გადაკეტა მდინარე ქალაქ ბუფალოს სიახლოვეს, ეს მოვლენა დაახლოებით 30 საათს გაგრძელდა.

პირველად ნიაგარას ჩანჩქერი, 1859 წელს, ცნობილმა ფრანგმა ცირკის აკრობატმა ჟან ფრანსუა გრავლემ დაიპყრო. ის რამდენიმე წელი „სეირნობდა“ ნიაგარას თავზე და ტურისტებს ყოველთვის საოცარი ტრიუკებით აოცებდა. გრავლეს შემდეგ არ გამოჩენილა არავინ, ვინც ამას ასე წარმატებით გაიმეორებდა. ჟან ფრანსუამ ბოლო  ტრიუკი ნიაგარაზე 1910 წელს შეასრულა. 

ნიაგარას ჩანჩქერზე გადასვლის პირდაპირ ტრანსლაციას თვალს 13 მილიონამდე ტელემაყურებელი  ადევნებდა.