ისტორიკოსს მარიკა ლორთქიფანიძეს ბაგრატის ტაძარზე სარესტავრაციო სამუშაობის შეჩერება მართებულად მიაჩნია და აცხადებს, რომ ტაძარი უნდა შენარჩუნდეს იმ ნანგრევების სახით, როგორც აქამდე მოვიდა.
როგორც from.ge - სთან საუბარში ლორთქიფანიძე აცხადებს, ბაგრატის ტაძრის შენარჩუნების ერთადერთ ვარიანტი მისი კონსერვაციაა.
„ტაძრის რესტავრაცია მართებულად არ მიმაჩნია. რაც შეეხება შეჩერებას მივიჩნევ, რომ სარესტავრაციო სამუშაოების შეჩერება სწორია. რა გამოვა, რა მოხერხდება ახლა ამის თქმა ძალიან ძნელია, თუმცა რომ შეაჩერეს ეს მისასალმებელია. არაერთგზის მაქვს ნათქვამი, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვამბობდი, რომ მისი კონსერვაცია უნდა მომხდარიყო, რათა მისი სახე შენარჩუნებულიყო. არავითარი საშუალება არ არსებობდა იმისა, რომ ცოდნოდათ როგორი გუმბათი ჰქონდა. სამწუხაროდ, ამაზე წყაროებში ინფორმაცია არ იყო“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.