გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშჩენკოს ქალიშვილი ევგენია ტიმოშჩენკო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვს, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე არ დაუშვას.
„ის პირობებში, რომელშიც დედაჩემი იმყოფება, წარმოუდგენელი და დამამცირებელია. მცველები მას კამერის ფანჯრიდან უთვალთვალებენ, როდესაც ის იხდის ან სამედიცინო პროცედურებს იღებს. ხოლო ის მცველები, რომლებმაც იულია ტიმოშჩენკოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, არ შეუცვლიათ, ისევ ისე ყარაულობენ მას კამერასთან, რაც მასზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს“,-აცხადებს ტიმოშჩენკოს ქალშვილი.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადა უკრაინაში მიმდინარე ევრო-2012-ს იულია ტიმოშჩენკოს საქმესთან დაკავშირებით და ქვეყანაში გასამართ მატჩებს არ დაესწრება. თუმცა, ევგენია ტიმოშჩენკოს განცხადებით, იანუკოვიჩს ამ საკითხზე რეაგირება არ გაუკეთებია, მეტიც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტიმოშჩენკო უკრაინელი დეპუტატის ევგენი შჩერბანის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება, რომელიც აეროპორტში მეუღლესთან და თანაშემწესთან ერთად 1996 წელს მოკლეს. უკრაინის პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები , რათა იულია ტიმოშჩენკოს ამ მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალი წაუყენონ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბრალდებებს უარყოფს და1996 წელს მომხდარ მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს.
„ვიქტორ იანუკოვიჩის მოწინააღმდგენი კი ამტკიცებენ, რომ ქვეყანას დიქტატორი მართავს, რომელიც თავის მსახურებს მიმართავს მათ წინააღმდეგ, ვინც ბედავს, ხმას იღებს და არ აძლევს მას იმის საშუალებას, რომ ქვეყანა კრიმინალში ჩაძიროს“,-წერს Guardian.