„ამომრჩეველთა ლიგა" ალტერნატიულ "კარდაკარის" საველე სამუშაოებს დღეიდან დაიწყებს. სამუშაოები თავდაპირველად თბილისსა და ზუგდიდში ჩატარდება.
როგორც ლიგაში განმარტავენ, ისინი არ ენდობიან სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას და ხელისუფლებას, „რომელიც კარგად ჩანს, თუ რა ტიპის არჩევნების ჩატარებას აპირებს“.
„საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ მონაცემები საინფორმაციო ბაზაში შევა. ამის პარალელურად ჩვენ მიმდინარე წესით, საზოგადოებას ვაცნობებთ რამდენი დაუდგენელი, რამდენი გარდაცვლილი და რამდენი უცხოეთში გამგზავრებული პირი გვყავს. ბოლოს ჩვენ გვექნება სრული მონაცემები რა ხდება ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კოკა გუნცაძემ.
კარდაკარის პროექტში 2000-მდე რეგისტრატორი იქნება ჩართული, რომელთაც სამდღიანი ტრენინგი დღეს დაასრულეს. საველე სამუშაოების დასრულებას ლიგაში 2-3 კვირაში ვარაუდობენ.
სიების შემოწმებასთან ერთად, "ამომრჩეველთა ლიგა" კვალიფიციური კადრების მომზადებასაც გეგმავს, რომლებიც შემდგომში არჩევნებს დააკვირდებიან.