პატარა გერმანულ ქალაქ ზიუდერლიუგუმში, რომელიც ჩრდილოეთ გერმანიაში, დანიის საზღვართან მდებარეობს, ერთ-ერთი სუპერმარკეტის ხელმძღვანელობამ ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით უჩვეულო აქცია მოიფიქრა: პირველი 100 მყიდველი, რომელიც მაღაზიაში სრულიად შიშველი, მხოლოდ ფეხსაცმლების ამარა შევიდოდა, 270 ევროს ღირებულების ნებისმიერ პროდუქციას უფასოდ აძლევდნენ.
აქციის ინიციატორების თქმით, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, შიშველი დანიელი კაცები და ქალები მაღაზიაში „ზე“- აქტიურობდნენ. მათ რიგები წინასწარ ჰქონდათ დაკავებული, მაღაზიასთან მობილიზებული იყვნენ ჟურნალისტები და ფოტოგრაფები. „შიშველი დანიელები“ არჩევანს ძირითადად ალკოჰოლურ სასმელებზე აჩერებდნენ, ეს კი იმით აიხსნება, რომ ალკოჰოლი დანიაში ძალიან ძვირი ღირს.