კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობა დღეიდან იწყებს კამპანიას - "ჩემი უფლებაა ვიცოდე" .
19 ივნისს 12:00 საათიდან ქალაქის ქუჩებში ახალგაზრდები დაარიგებენ საინფორმიო ფლაერებს და მოუწოდებენ მოსახლეობას მედიის სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ სიგნალების აქციას.
20 ივნისს, 18:00 საათზე, მედიის თავისუფლების მხარდაჭერის მიზნით, ეროვნულ მარეგულირებელ კომისიასთან გაიმართება საპროტესტო აქცია- ,,იაზროვნე გლობალურად,"
21 ივნისს 15:00 საათზე ფლაერები დარიგდება შოთა რუსთაველის ძეგლთან, გიორგი სააკაძის მოედანთან და ილია ჭავჭავაძის გამზირზე (თსუ II კორპუსი).
კამპანიიის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.