„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის მიერ, სოციალური კვლევის შედეგად, თბილისის მასშტაბით დასახელებული მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატებზე გაუგებრობას უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირ მითქმა-მოთქმას არ ჰქონია ადგილი.
სუბარის განცხადებით, თბილისის მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობას კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დაასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის რაზეც ბერძენიშვილი საუბრობდა რეალობას შეესაბამება და კვლევა ნამდვილად ჩატარდა.
„რაზეც დავით ბერძენიშვილმა ისაუბრა ეს კვლევის შედეგია და კვლევა ნამდვილად ჩატარდა. ბერძენიშვილის ნათქვამი რეალოაბას შეესაბამება, თუმცა თბილისის მასშტაბით მაჟორიტარების ვინაობას კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დაასახელებს“, - განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში იქნება, თუ არა სოციალური კვლევის შედეგები გათვალისწინებული არ იცის და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას კოალიციის პოლიტიკური საბჭო მიიღებს.