სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე „ამომრჩეველთა ლიგის“ განცხადების შეფასებისას, რომ „სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას საზოგადოება უნდობლობას უცხადებს და შესაბამისად, თავიანთ კარდაკარს იწყებენ“ აცხადებს, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა პროცესისადმი არასამათვრობო ორგანიზაციის პოლიტიკურად ანგაჟირებული დამოკიდებულება.
კაციტაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას უნდობლობას საზოგადოება კი არა, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ და „ამომრჩეველთა ლიგა“ უცხადებენ.
მიუხედავად ამ განცხადებისა კაციტაძე მოუწოდებს „ამომრჩეველთა ლიგას“, რომ მათ თუ მართლა სიების დაზუსტება, გამოსწორება და ნაკლოვანებების აღმოფხვრა სურთ, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას დროულად მიმართონ.
„მათ მიერ აღმოჩენილი ნაკლოვანებებით ყველა შემთხვევაში, უნდა მიმართონ ჩვენს კომისიას, რადგან ეს ყველაფერი ერთიან სიაში აისახოს. გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კომისია იღებს. ეს ინფორმაცია თუ არ მოვა ჩვენამდე და არ მოვა კონკრეტულ ვადებში, რათა ამ ყველაფრის აღმოფხვრა მოვასწოროთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ „ამომრჩეველთა ლიგას“ სიების დაზუსტება კი არა არამედ, დაძაბულობისათვის პოლიტიკური სიტუაციის შექმნა, არჩევნების დღეს ესკალაციისათვის და როგორც მისი ცალკეული წარმომადგენლები აცხადებენ პერმანენტულად კომბლების სხვენიდან ჩამოსაღებად სურთ“, - განაცხადა კაციტაძემ და დასძინა, რომ „ლიგის“ რეალურ მიზანს უახლოეს მომავალში მათი ქმედებიდან გამომდინარე დავინახავთ.