„სააპელაციო სასამართლო ხელოვნურად ახანგრძლივებს სარჩელის განხილვის ვადებს, რათა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეობის სტატუსით მონაწილეობა ვერ მიიღოს“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი რეჟიმის პირობებში სასამართლო ხელისუფლება „ფიქციას“ წარმოადგენს და იგი მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის ნების აღმსრულებელია.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის საჩივრის განხილვა საჩივრის შეტანიდან 5 თვის შემდეგ დაიწყო. აშკარაა, რომ სახელმწიფო ჭიმავს განხილვის ვადებს, რათა შეასრულოს სააკაშვილის სურვილი და ბიძინა ივანიშვილმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქის სტატუსით მონაწილეობა ვერ მიიღოს“, - განაცხადა ფანიკიძემ და აღნიშნა, რომ სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში ეს უპრეცედენტოდ დიდი და უკიდურესად არაპროპორიცული ფულადი სანქციაა ისეთი ქმედებებისთვის, რომელთა დამამტკიცებელი მასალები საქმეში არ არსებობს.
ფანჯიკიძემ დღესვე განაცხადა, რომ საქმეში მალე საერთაშორისო ადვოკატები ჩაერთვებიან და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალები გამართლების საფუძველს იძლევა.