ბაქრაძემ და  შაშკინმა წარმატებული მოსწავლეები კომპიუტერით დააჯილდოვეს

ბაქრაძემ და შაშკინმა წარმატებული მოსწავლეები კომპიუტერით დააჯილდოვეს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა ოქმების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვადა დღეს ეწურება.

ვადის ამოწურვის შემდეგ კონტროლის პალატამ აღსრულების ფურცლით სასამართლოს უნდა მიმართოს, რის შემდეგაც საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ჩაერთება. კონტროლის პალატის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ნებისმიერი  გადაწყვეტილება კი კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

შეგახსენებთ კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილი საბოლოო ჯამში 148 მილიონ 650 ათასს 131 ლარით დაჯარიმდა. ეს გადაწყვეტილებები ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც ჯარიმები შეამცირეს და მათი რაოდენობა 74 მილიონ 325 ათას 065 ლარით განსაზღვრა.