ჩინეთის ხელისუფლება შემდეგ თვეში აპირებს აუქციონზე გამოიტანოს ლოტი, რომელიც კოლექციონერების სამყაროში, აქტიურობას აუცილებლად გამოიწვევს. საუბარია ჩინეთის იმპერატორის უძველეს და იშვიათ თასზე, რომელიც ლეგენდარული კერამიკისგანაა დამზადებული.
ყვავილის ფორმის თასი 9 საუკუნის წინ, ჩინელი მონარქის დინასტიის - სუნისათვისაა დამზადებული. იმისათვის გასაგებად, თუ რა ინტერესს გამოიწვევდა ლეგენდარული თასი, ჩინეთის ხელისუფლებამ ის ცოტა ხნის წინ, პეკინში, უნიკალური ნივთების გამოფენაზე გაიტანა. მისი დათვალიერების მსურველებმა ნამდვილი რიგები მოაწყვეს.
მაშინ ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ თასი მხოლოდ მისი პოტენციური მყიდველებისთვის ენახებინათ, იმ ხალხისთვის ვინც მასში რამდენიმე მილიონი დოლარის გადახდას შეძლებს. რამდენიმე ასეთი ადამიანი, მალევე მოიძებნა.
ექსპერტები ამბობენ, რომ თასმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში, - შთამბეჭდავი, ძვირადღირებული ჭურჭელი. სპეციალისტების აზრით, თასი, რომელიც თავის დროზე 6,4 მილიონ დოლარად იყო გაყიდული, ახლა 10 მილიონზე ძვირად გაიყიდება.
ეს თასი დამზადებულია ცნობილი ჩინური ფაიფურისგან „ჟუ“. იროგორც ამბობენ, მსოფლიოში მხოლოდ 6 ასეთი თასია დარჩენილი.