საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს დელეგაცია ხუთდღიანი ვიზიტით სოხუმში ჩავიდა. აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა და მოადგილე ირაკლი ხინთბა ჩეხეთის ელჩს საქართველში ივან იესტრჟაბს და მის მოადგილეს მიროსლავ კოზეკოვს შეხვდა.
ვოაჩესლავ ჩირიკბამ ღია დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ აფხაზებს სურვილი აქვთ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, ბევრმა იცოდეს. „აფხაზეთი ევროპის ნაწილია. ჩვენ სურვილი გვაქვს ჩვენს შესახებ ბევრმა იცოდეს. თქვენ თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ, რომ ქვეყანა დინამიური, თანამედროვე ცხოვრებით ცხოვრობს“,-მიმართა ჩირიკბამ ესტრაბომს.
ჩეხეთის ელჩის ივან იესტრჟაბის განცხადებით, მათი სურვილია მოხდეს სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრები, კონტაქტის დამყარება.
„დელეგაციაში არიან განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ატარებენ შეხვედრებს ადამიანებთან, ეცნობიან მოსახლოების მოთხოვნებს, რათა გავიგოთ,რით შეიძლება ჩეხეთმა კონკრეტული დახმარება გაუწიოს აფხაზეთს“,-განაცხადა ელჩმა.
იესტრჟაბის განცხადებით, ჩეხეთმაც გამოიარა უთანხმოების პერიოდი ბევრ ქვეყანასთან. „თქვენ იცით, რომ ჩეხოსლოვაკია უკვე აღარ არსებობს. არის ორი სახელმწიფო, რომელთაც ისწავლეს ჰარმონიაში ცხოვრება. იმედი გვაქვს, რომ თქვენც მიაღწევთ ურთიერთობების ისეთ დონეს, როდესაც ისტორიული უთანხმოება წარსულში დარჩება“,-აღნიშნა ელჩმა.