"ლეიბორისტული პარტია" ირწმუნება, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებასთან შეხმატკბილებულად მოქმედებს და ფარულად თანამშრომლობენ.
„ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, 26 მაისს, ნიუ-იორკში „ქართული ოცნების“ აქცის კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენლები და საქართველოს ელჩი გაერო-ში კახა ლომაია აქცის ერთად მართავდნენ.
„სოროსიზმის ფუძემდებელი საქართველოში, ანტიეროვნულობისა და ანტიმართმადიდებლობის მთავარი იდეოლოგი, სააკაშვილის ემისარი გაერო-ში კახა ლომაია და ივანიშვილის ოცნების ლიდერები 26 მაისს, ნიუ-იორკში სრულიად შეხმატკბილებულები ერთად ატარებდნენ აქციას“, - განაცხადა გუგავამ.
მან პრესკონფერენციაზე აღნიშნული ერთობლივი აქციის ფოტომასალა წარმოადგინა. გუგავას თქმით, ეს არის „კრიმინალ-ოლიგარქის“ და „დიქტატორის“ ფარული თანამშრომლობა-გარიგების უტყუარი მტკიცებულება.
მისი თქმით, ნიუ–ორკში კახაბერ ლომაიასთან ერთად საზეიმოდ დროშის აწევის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ,,ქართული ოცნების“ ლიდერები ამერიკაში, ვინმე ჯღამაძე და ხაინდრავა, ზედმეტსახელად ,,ხონსკი“ რომლის ზუსტი ვინაობა ლეიბორისტული პარტიისათვის უცნობია
როგორც გუგავამ აღნიშნა, ნიუ–იორკში ჩატარებული საიუბილეო თავყრილობა არ გააშუქეს არც ბიძინა ივანიშვილის და არც ხელისუფლების მხარდამჭერმა ტელევიზიებმა.