საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე პარლამენტი სამ სხდომაზე კიდევ შეიკრიბება.
დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ამ კვირაში 2 პლენარული სხდომა გაიმართება, შემდეგ კი ერთი რიგგარეშე სხდომა ჩატარდება.
მიმდინარე სასესიო კვირას, პლენარული სხდომა სამშაბათსა და პარასკევს ჩატარდება. რიგგარეშე სხდომა კი მომავალ კვირაშია დანიშნული.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს, 29 ივნისს ოფიციალურად დაიხურება.