საქართველოს 9 ქვეყანაში ახალი ელჩი ეყოლება.დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 9 ელჩის ვინაობა გახდა ცნობილი. ელჩების კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა წარუდგინა.
ამჟამად ესპანეთის საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ირაკლი ყურაშვილი შვეიცარიის ელჩის პოსტზეა წარდგენილი.
ბელარუსიაში ახალი ელჩი დავით კოტარია იქნება, არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ლაცაბიძე ამავე პოსტზე კანადაში გადადის. ხოლო კანადაში მივლენილი დიპლომატი ლევან მეტრეველი დიპლომატიურ საქმიანობას ბულგარეთში გააგრძელებს. არგენტინაში კი საქართველოს მომავალი ელჩი, საგაერო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გელა სეხნიაშვილი იქნება.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ეთიოპიაში ელჩის პოტზე ვახტანგ ჯაოშვილის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში - ბექა დვალის, ინდონეზიაში ზურაბ ალექსიძისა და თურქეთში ზურაბ პატარაძის კანდიდატურები წარადგინა.
მომავალი ელჩების კანდიდატურებს პარლამენტი უახლოეს სხდომაზე განიხილავს.