ტრანსპორტში რადიო სიგნალის ჩახშობის პროტესტის ნიშნად „ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ“ ამ მოთხოვნით პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ და საპროტეტსო აქცია გამართეს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში რადიო სიგნალის ჩახშობის პროტესტის ნიშნად, ახალგაზრდები სამარშუტო ტაქსებში ადიოდნენ და მგზავრებს რადიოებით საინფრომაციო გამოშვებებს ასმენინებდნენ.
მათივე განცხადებით მსგავსი კამპანია იქამდე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება საზოგადოების ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნას არ შეწყვეტს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის, შოთა ძაგნიძის განცხადებით, კოალიციის ახალგაზრდული ფრთა აღნიშნულთან დაკავშირებით, ფართო მასშტაბიანი აქციების ჩატარებას გეგმავს.