Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიაში მოჰამედ ალი გამოჩნდა(VIDEO)

Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიაში მოჰამედ ალი გამოჩნდა(VIDEO)

მომავალ შემოდგომაზე ფასეულობებს, რომელთაც Louis Vuitton-ი „ქადაგებს“ - თაობათა მემკვიდრეობითობა, ოჯახის სიყვარული, საკუთარი თავისთვის ლამაზი ატმოსფეროს შექმნა - დემონსტრირებას, ერთ-ერთ შვილიშვილთან ერთად ლეგენდარული მოკრივე მოჰამედ ალი გაუკეთებს.

გადაღებები არიზონის შტატში, მისი სახლის ბაღში მიმდინარეობდა. სამოცდაათი წლის სპორტსმენის ბავშვური მზერა და  პატარა ბიჭის არაბავშვური გამოხედვა ფოტოებზე ენი ლეიბოვიცმა აღბეჭდა.

იგივე ფოტოგრადს ეკუთვნის,  Louis Vuitton-ისთვის  გადაღებული ფრენსის ფორდ კოპოლასა და მისი ქალიშვილის, სოფიას  ოჯახურ პორტრეტები.

„მოჰამედ ალი - კრივის სამყაროს გამორჩეული პიროვნებაა, ის ცოცხალი ლეგენდაა არა მხოროდ კრივის, არამედ მთელი სხვა სამყაროსთვის“ - ამბობს Louis Vuitton-ის ხელმძღვანელი ივ კარსელი.

„ის, რომ ალი დაგვთანხმდა Core Values-ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაზე, ჩვენთვის დიდი პატივია, ხოლო ჩემპიონის და შვილიშვილის მშვენიერი პორტრეტი საუკეთესოდ ირეკლავს თაობიდან თაობისთვის ყველაზე დიდ ფასეულობათა გადაცემის იდეას, რომელიც ასე ძვირფასია კომპანია Louis Vuitton-ისთვის“ -დასძენს ის.

კასიუს მარსელიუს კლეი, იგივე მუჰამედ ალი - ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე. პროფესიულ რინგზე მან 61 ბრძოლა, ჩაატარა. აქედან 56 მოიგო, მათ შორის, 37 ნოკაუტით.