ბაქრაძე ისრაელის ქნესეთის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება

ბაქრაძე ისრაელის ქნესეთის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს  ისრაელის ქნესეთის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება.

პარლამენტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მაკა გიგაურის ინფორმაციით, ქნესეთის მეგობრობის ჯგუფის თბილისში ვიზიტი  ბაქრაძის ისრაელში ვიზიტის დროს  დაიგეგმა.

დავით ბაქრაძე ისრაელში მიმდინარე წლის მარტში იმყოფებოდა. მაშინ საქართველოს პარლამენტის სპიკერი ისრაელის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგელებს შეხვდა. ამ შეხვედრებისას ძირითადი სასაუბრო საკითხი იერუსალიმის ჯვრის მოსატრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხი წარმოადგენდა. 

დღევანდელი შეხვედრაზე კი ორი ქვეყნის პარლამენტების ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე იქნება საუბარი.