პაატა ზაქარეიშვილი: სააკაშვილი რევოლუციის დღეებშიც კი ვერ კრებდა ამდენ ხალხს

პაატა ზაქარეიშვილი: სააკაშვილი რევოლუციის დღეებშიც კი ვერ კრებდა ამდენ ხალხს

პოლიტოლოგების შეფასებით, გურიაში, გუშინ გამართულ აქციაზე ხალხის რაოდენობა ცხადყოფს, რომ საზოგადოება ცვლილებებისთვის მზად არის. როგორც ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, აქციებზე საზოგადოების ცალსახად დიდი რაოდენობა გამოდის, რაც მისი თქმით ნათელი დადასტურებაა  იმისა, რომ ხალხი უკმაყოფილოა, იმ  რეალობით, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია.

„საზოგადოება ითხოვს ცვლილებას და ეს ცვლილებები გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ცვლილება მაინც მოხდა, რევოლუციის დღეებშიც კი ვერ კრებდა ხალხის ამ რაოდენობას სააკაშვილი. კარგად მახსოვს იმ პერიოდში  სააკაშვილის გუნდში ვიყავი და 20-25 კაცზე მეტს ვერ ვკრეფდით. გამწარებული იყო სააკაშვილი და ეზო-ეზო ეძახდა ხალხს. დღეს კი მისასალმებელია, რომ საზოგადოება მხარში უდგას ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მიმართულებას“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

როგორც ექპსერტი აცხადებს, ამ აქციების შედეგები არჩევნებამდე საზოგადოების მობილიზება იქნება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ არამარტო დედაქალაქს, არამედ რეგიონებსაც პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

ზაქარეიშვილის შეფასებით, დედაქალაქში ნაკლები ზეწოლა და მეტი თავისუფლებაა საზოგადოებამ თავისი ნება თავისუფლად გამოხატოს. ქუთაისი და ოზურგეთი კი უკვე რეგიონი, დანარჩენი საქართველოა და აღნიშნა, რომ აქაც უკვე დაამტკიცეს, რომ მზად არიან ცვლილებებისთვის და მათთვის მიუღებელია სააკაშვილის  თავსმოხვეული რეჟიმი.

„გამოჩნდა, რომ ხელისუფლება უძლურია გავლენა ჰქონდეს პატარა რეგიონებზეც კი, ხალხის ნება არის მტკიცე და გურიამ ყველას აჩვენა, რომ არ ეშინია ზეწოლების და ყველას დაუმტკიცა, რომ ერთად არიან და ვერავინ ვერაფერს ვერ უზამს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

აქვე ზაქარეიშილი აცხადებს, რომ  აუცილებელია ყველა რეგიონში ჩასვლა, რომ თთოეულმა მათგანმა იგრძნოს ყურადღება.

„მე მგონია გადამწყვეტი  სამეგრელო და აჭარა იქნება. ეს იქნება დამაგვირგვინებელი აკორდები, სადაც გამოჩნდება, რომ  ხელისუფლება უძლური და უუნაროა“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.