„კეკელას - აღდგენილი წარსული“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

„კეკელას - აღდგენილი წარსული“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ანთროპოლოგიური გამოფენა „კეკელა - აღდგენილი წარსული" გაიხსნება . გამოფენა 2011 წლის ივნისში დედათა მონასტრის ეზოში აღმოჩენილი XIX საუკუნის აკლდამასა და მასში დაკრძალული  ერთი ქალბატონის აღდგენილ წარსულზე მოგვითხრობს. 

მკვლევართა აზრით, ქალბატონი თავად-აზნაურთა წრიდან უნდა ყოფილიყო. ქალბატონზე აღმოჩენილ საქორწინო ბეჭედზე დატანებული რუსული ინიციალების "ФТ 9 Ноября 1828" მიხედვით, დედათა მონასტრის ეზოში ფადეი თაზიშვილის მეუღლის - კეკელას ნეშტი იქნა აღმოჩენილი.
მკვლევარებმა გარდაცვლილის ასაკიც დაადგინეს - კეკელა თაზიშვილი სავარაუდოდ 35-40 წლის იყო. ცხოვრების ეპიზოდების აღდგენა ფიზიოლოგიური სტრესის მარკერებით მოხდა, რომელთა საფუძველზე ჯანმრთელობის შეფასება და ცხოვრების დონის რეკონსტრუქცია გახდა შესაძლებელი.

გამოფენის გახსნას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი დაესწრებიან.