ირაკლი ქადაგიშვილი სტიქიის თემით პოლიტიკურ ოპონირებაზე: ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ქვეყნის, სახელმწიფოს და ზოგადად სოციალური ქსოვილის ჩამონგრევისკენ მიმართული ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი

ირაკლი ქადაგიშვილი სტიქიის თემით პოლიტიკურ ოპონირებაზე: ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ქვეყნის, სახელმწიფოს და ზოგადად სოციალური ქსოვილის ჩამონგრევისკენ მიმართული ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი

ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ქვეყნის, სახელმწიფოს და ზოგადად სოციალური ქსოვილის ჩამონგრევისკენ მიმართული - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სტიქიის თემით პოლიტიკურ ოპონირებაზე საუბრისას.

„სოციალური ქსოვილი გაცილებით უფრო ფართო და ღრმა რამ არის, ვიდრე პოლიტიკური გემოვნება, ვინ რომელ პარტიას აძლევს ხმას, ან ვის ვისი სიმპათია აქვს. აქ საუბარია, რომ მოსახლეობაში ტოტალურად უნდა დაიბადოს აპათია, სოციალური დაუცველობის ტოტალური სინდრომი უნდა გამეფდეს. ამას ჰქვია სოციუმზე შეტევა. ეს აღარ არის მარტო პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ გამართული პაექრობა.

თუ გინდა, რომ ვინმეს დაეხმარო, მაშინ ნიშნის მოგებით ნუ დაეხმარები. ადექი, წადი და აიღე ერთი უბანი და დაეხმარე იმ ერთ უბანს. გურიაში მყოფები ამბობდნენ, რომ ღამე რომ გაწმენდით სახურავს თოვლისგან, დილას 70 სმ თოვლი ისევ გვხვდებოდაო. ფაქტობრივად ეს არის რუტინული, ყოველდღიური შრომა, რომ ერთხელ გადათოვლილი, ან ერთხელ გაწმენდილი, ხელახლა უნდა გაწმინდო.

ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა მოხალისის დონეზე მარტო ვერ შეასრულებ. აქ სწორედ სახელმწიფო რესურსი ჩაერთო მთელი ძალით, ორგანიზებულად, თანმიმდევრულად მოხდა ამის გაკეთება. ვისაც უნდა კეთილი საქმის კეთება ის ყველაზე ნაკლებად არის ფეისბუქზე აჟიტირებული, ყველაზე ნაკლებად იშვერს ხელს ხელისუფლებისკენ. ის საქმეს აკეთებს, ან ავტონომიურად ან ხელისუფლებასთან ერთად“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.