დავით ილარიანის ოლიმპიური ლიცენზია

დავით ილარიანის ოლიმპიური ლიცენზია

მძლეოსანმა დავით ილარიანმა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ბულგარეთის ქალაქ სლივენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მან 110 მეტრი თარჯებით 13.58 წამში დაფარა, რაც სალიცენზიო ნორმატივის შესასრულებლად საკმარისი აღმოჩნდა.

დავით ილარიანისთვის ეს ათენისა და პეკინის თამაშების შემდეგ მესამე ოლიმპიადა იქნება. 

ამჟამად საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობაში 32 სპორტსმენია.