ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 17 ივნისს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალურ ვებგვერდზე ( www.unm.ge ) განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხდა ვებგვერდის ფუნქციონირება და წაიშალა არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მათ ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე სამართალდამცველებს რეაგირებას სთხოვს.