გურიის რაიონებიდან ოზურგეთისკენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კოლონების სვლა უკვე დაიწყო. აქციამდე, რომელიც ოზურგეთის ცენტრში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ 19:00 საათისთვის არის დაგეგმილი საათნაზევარზე ცოტა რჩება.
ჩოხატაურის ცენტრიდან დაძრული კოლონა რამდენიმე „მარშრუტკისგან“და ათეულობით მსუბუქი ავტომობილისგან შედგება. კოალიციის ლიდერები, რომლებიც ჩოხატაურიდან კოლონასთან ერთად მოემგზავრებიან, აცხადებენ, რომ რაიონის 37-მდე სოფლიდან თავი 1 500-მდე მხარდამჭერმა მოიყარა. ხოლო ლანჩხუთში 2000-ზე ეტმა.
შეგახსენებთ, ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულდა. ზმად არის სცენა, დამონტაჟდა გახმოვანების სისტემა და ეკრანი, სადაც აქციისთვსი თვალის დევნება იმ მონაწილეებს შეეძლებათ, ვინც სცენასთან მიახლოვებას ვერ შეძლებს.
აქციას საია-ს და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები დააკვირდებიან.