„ქართული ოცნება“ ოზურგეთის აქციაზე გურიაში მაჟირიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. კოალიციის აქცია 19:00 საათისთვის არის დაგეგმილი. აქციისთვის სცენა ალექსანდრე წურწუმიას სახელობის თეატრის წინ დამონტაჟდა. უკვე დამონტაჟებულია ხმის გამაძლიერებლები და ეკრანებიც აქციაზე მისული იმ ადამიანებისთვის, ვინც სცენასთან ახლოს მისვლას ვერ მოახერხებს.
„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. აქციაზე კოლონები გურიის რაიონებიდან ოზურგეთში შემოსვლას 17:00 საათისთვის დაიწყებენ“, - აცხადებს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თემურ სალუქვაძე.
კოალიციის ლიდერები ოზურგეთში 19:00 საათისთვის, წინასწარი გათვლებით 20 ათასამდე ადამიანს ელოდებიან.
აქციის მსვლელობას საია-ს და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები დააკვირდებიან.