დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ პროექტის - „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული“ მონაწილეები - თბილისის 17 საჯარო სკოლის უმცროსკლასელები, პედაგოგები და მშობლები დალოცა.
ყოველკვირეული პროექტის - „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული“ - ფარგლებში პატრიარქის ფონდში მთელი წლის განმავლობაში თბილისის საჯარო სკოლების უმცროსკლასელთა ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა იმართებოდა. შემოსული თანხა მოხმარდა ინვალიდი ბავშვებისათვის მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების შეძენას.
პროექტის ორგანიზატორები არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი.