ოზურგეთში დაგეგმილ "ქართული ოცნების" აქციაზე დასასწრებად, გურიის რაიონებიდან კოლონები ხვალ, 18:00 საათზე დაიძვრებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" საორგანიზაციო შტაბის წარმომადგენელემა გელა ხვედელიძემ განუცხადა, კოლონები ოზურგეთისკენ ლანჩხუთიდან, ჩოხატაურიდან და ოზურგეთის მიმდებარე სოფლებიდან დაიძვრებიან.
აქცია ოზურგეთის თეატრთან ხვალ, 19:00 საათზე დაიწყება. მოედნის ნაწილზე, სადაც "ქართული ოცნების" აქცია უნდა გაიმართოს, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
სავარაუდოდ, ხვალინდელ აქციაზე გურიის რეგიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახელდებიან.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნება" აქციებს ყველა რეგიონში გამართავს. აქციები უკვე ჩატარდა თბილისსა და ქუთაისში.
ხვალ, "ქართული ოცნების" ლიდერები შემდეგი აქციის ადგილს და თარიღს დაასახელებენ.