ეროვნულ არქივში ფონოსტუდიის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნულ არქივში ფონოსტუდიის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნულ არქივში, ფონოსტუდიისა და ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ფონოსტუდიაში ქართველი მწერლები საკუთარ ნაწარმოებებს ჩაწერენ. ჩაწერილი ნაწარმოებები ეროვნული არქივის ფონდებში ქართველი კლასიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების აუდიოჩანაწერებთან ერთად შეინახება. 

პროექტში პირველად მონაწილეობა მწერალმა დავით დეფი გოგიბედაშვილმა მიიღო, რომელმაც ეროვნული არქივის ახალ ფონოსტუდიაში საკუთარი ნაწარმოებები ჩაწერა.