15-ივნისიდან 25-ივნისის ჩათვლით "საირმე მინერალ ვოთერსი", საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, თბილისის ყველა სკოლის მოსწავლეს ბოლო ზართან დაკავშირებით გრანდიზულ ფოტოკონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს."ბოლო ზარი 2012" ასე ქვია ფოტოკონკურსს, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს, აქვთ შესაძლებლობა საკუთარ თანაკლასელებთან ერთად გადაიღონ ფოტო, ატვირთონ კომპანია საირმის Facebook-ის გვერდზე (Facebook.com/sairme) და დაელოდონ გამარჯვებას.
კონკურსში გამარჯვებული ხუთი სკოლის, ხუთ კლასს საირმე უფასო ექსკურსიით დააჯილდოვებს, სამ გამარჯვებულს კონკურსის ჟიური გამოავლენს, ხოლო ორი გამარჯვებული Like-ებით გამოვლინდება.გამარჯვებული კლასები მოინახულებენ სათაფლიის და პრომეთეს მღვიმეებს ქუთაისში. საირმე ბავშვებს უზრუნველყოფს ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებით, გარემოს დაცვის სამინისტრო კი სკოლის მოსწავლეებს დაცული ტერიტორიების სერვისებს სთავაზობს.
ჟიურის შემადგენლობაში არიან:
გოგახაჩიძე–გარემოსდაცვისმინისტრი
ნინო არაზაშვილი – გადაცემა “დილა მშვიდობისა საქართველოს” ავტორი და წამყვანი
ნინო ქაჯაია – გადაცემა “ცხოვრება მშვენიერიას” ავტორი და წამყვანი
მარიკა დარჩია–მედია “პალიტრას” კრეატიული დირექტორი
დათო ილურიძე – მუსიკოსი
გოჩა თანდარაშვილი – პროდიუსერი და იუმორისტი
გამარჯვებულები 26 ივნისს დღის 12:00 საათზე გამოვლინდებიან.