პარტია „ძმები მუსულმანების“ წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, ქვეყანა შეიძლება მძიმე სიტუაციამდე მიიყვანოს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში ჰოსნი მუბარაქის ხელისუფლების წარმომადგენლები დაბრუნდნენ, ეგვიპტეს „საშიში დღეები“ ემუქრება, არ არის გამორიცხული ქვეყანაში შეუქცევადი პროცესების დაწყება, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი აღაშფოთა.
რამდენიმე დღეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც „ძმები მუსულმანების“ წარმომადგენელი მოჰამედ მურსი ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრს აჰმედ შაფიკს "შეებრძოლება".