საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორის რაიონის სოფელ შინდისში საცდელი ნაკვეთი დაათვალიერა.
შინდისში მდებარე საცდელი სამეურნეო ნაკვეთები, სადაც პომიდვრის ჩითილებს რგავენ პრეზიდენტმა მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. ნარგავები აქ ინოვაციური სისტემით ირწყება და ჩითილებს წყალთან ერთად, ყველა აუცილებელი მინერალი მიეწოდება.
მიხეილ სააკაშვილი ნაკვეთზე იმ დროს მივიდა, როცა აგროტური მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მათ შეუერთდა და ნაკვეთის დათვალიერება მათთან ერთად განაგრძო. გზად სააკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას აგარის ტექნიკური მომსახურების ცენტრის დათვალიერება შესთავაზა და გზა ავტობუსით განაგრძეს.
„საჩვენებელი და ცირკები არფერში გვჭირდება. ეს ხალხამდე უნდა მივიდეს. მხოლოდ ტელევიზორში საჩვენებლად თუ ვაკეთებთ, დავიხუროთ ქუდი და წავიდეთ სახლში. ამ ქვეყანაზე ტელევიზორში ჩვენებისთვის ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. მინდა თითოეულ ოჯახს ჰქონდეს ხელმისაწვდომი ტექნიკა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენმა ხალხმა კიდევ არ იცის, რომ სასუქებზე, ტექნიკაზე კონსულტაცია შეიძლება, შეიძლება ასევე მიწის ნიადაგის ანალიზი ძალიან იაფად გააკეთონ, თუ სად რა პროდუქტი მოდის. ქართველები ძალიან ჭკვიანი ხალხია. ერთი - ორ წელიწადში ისე აითვისებენ, რომელი ისრაელი და შვეიცარიელი აჯობებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.