საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია “ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 17 ივნისს ოზურგეთში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. ამის შესახებ საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ოზურგეთში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 17 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას.
აქვე ნათქვამია, რომ საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.