პარლამენტს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ქუთაისის პარლამენტში სტაჟირების მსურველებს პირადად დაუსვა კითხვები საქართველოს კონსტიტუციიდან და პარლამენტის რეგლამენტიდან.
დღეს ქუთაისში საქართველოს პარლამენტის სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ესწრებოდა. დღევანდელ კონკურსზე შერჩეული პირები სტაჟირებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტსა და იურიდიულ დეპარტამენტში გაივლიან.
პარელამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქრაძემ რამდენიმე კონკურსანტს პირადად დაუსვა კითხვები საქართველოს კონსტიტუციიდან, პარლამენტის რეგლამენტიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობიდან. მისი განცხადებით, უკვე დაიწყო კადრების მომზადება ახალი პარლამენტისთვის, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ქუთაისში განთავსდება.
„ქუთაისის პოლიტიკურ დედაქალაქად გადაქცევით, ადგილობრივ მოსახლეობას მშობლიურ ქალაქში დასაქმების საშუალება მიეცემა“,-განმარტა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველთა 715 განცხადებაა შემოსული, რომელთაგანაც კომისია საუკეთესოებს შეარჩევს. კონკურსი 22 ივნისამდე გაგრძელდება. შერჩეული სტაჟიორები გაეცნობიან საპარლამენტო საქმიანობის სპეციფიკას და დაესწრებიან შესაბამის ტრენინგებსა და სემინარებს.