The Guardian -ის ინფორმაციით, დამსკოს ცენტრში პირველად გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა, რომელიც 12 საათის განმავლობაში გააგრძელდა, აქამდე ბრძოლები ქალაქის გარეუბნებში იმართებოდა ხოლმე. ინტენსიური ბრძოლა ამ პერიოდისთვის შეჩერებულია. დამასკოში დღეს ასევე გაიმართა კერძო მაღაზიებისა და დახლების მფლობელთა გაფიცვა. ისინი აცხადებენ, რომ თუ ქვეყანაში ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა, ისინი გაღატაკდებიან.
Associated Press-ის ინფორმაციით კი, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რაზმები მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო თვითმფრინავებს და მძიმე ტექნიკას იყენებს. დღეს მთელი დღის განმავლობაში შეიარაღებული ბრძოლები გრძელდებოდა ქალაქ რასტანისა და ჰომსის მიდამოებში.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასადის შეიარაღებული რაზმის ბატალიონი, რომელიც ქალაქ რასტანის გარეუბანში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე იყო დაბანაკებული, აჯანყებულების მხარეს გადავიდა და სამხედრო ბაზა ააფეთქა. ინტერნეტში გაჩნდა კოსმოსიდან გადაღებული სურათები, სადაც ნათლად ჩანს, როგორ არის სამხედრო ბაზა ცეცხლში გახვეული.