ნონა გაფრინდაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციაზე: ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე და გვითხრა, რომ დავშლილიყავით. ხელში გვეჭირა სანთლები, სხვა არაფერი არ გვქონდა

ნონა გაფრინდაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციაზე: ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე და გვითხრა, რომ დავშლილიყავით. ხელში გვეჭირა სანთლები, სხვა არაფერი არ გვქონდა

ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ჩაგვეტარებინა აქცია, გველაპარაკა და ვინაიდან 12 საათზე უკვე დამოუკიდებლობის დღე დაიწყებოდა, იმ შემთხვევაში თუ ხალხი იქნებოდა, კონცერტი ჩაგვეტარებინა და უცნობი იყო მოსული, რომ კონცერტი ჩაეტარებინა. 12-ს რომ აკლდა 10 წუთი, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე და გვითხრა, რომ დავშლილიყავით. ჩვენ ვუთხარით, რომ ხელში გვეჭირა სანთლები, ჩვენ მეტი სხვა არაფერი არ გვქონდა, არცერთ {აქციაზე} ცდომილება ჩვენი მხრიდან, არც შეჭრა სადმე, ხელში არასდროს არაფერი არ გვქონდა, შეურაცხყოფაც კი ერთი არავის მიუყენებია, რომ ტრიალებდნენ ხოლმე ირგვლივ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, - ამის შესახებ ნონა გაფრინდაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმე განიხილება.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ძალოვან სტრუქტურებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები არ აპირებდნენ ღამის გათენებას და კონცერტის შემდგომ დაიშლებოდნენ, 12 საათზე დაიწყეს დარბევა და დაკავება. 

„ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ ღამის გათენებას, ჩვენ გვინდა 12 საათზე კონცერტი ჩავატაროთ, აღვნიშნოთ, იმიტომ, რომ მთავრობა აპირებდა მეორე დღეს 5 საათზე, თუ არ ვცდები, ჩატარებას აღლუმის და აღნიშვნის და ჩვენ გვინდოდა 12 საათზე ჩაგვეტარებინა და დავშლილიყავით. მაგრამ არ გვაცადეს კონცერტის დაწყება, ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ასეთი სიტუაციაა, გვთხოვენ, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ კონცერტის ჩატარებას, ვისაც გინდათ დარჩით, ვისაც გინდათ წადით, არავის ფეხი არ მოუცვლია, დაახლოებით ათასამდე ადამიანი იყო ალბათ. ჩვენი სცენა იყო პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, ხალხი იდგა შუაში, ამიტომ ვთვლით რომ დაახლოებით 1000 ადამიანი იყო. 12 საათზე უკვე წამოიწია კორდონმა და რომ მოგვიახლოვდნენ, ისეთი რაოდენობის გაზი გაუშვეს და იმდენი ტყვია დაგვახალეს, თანაც ამინდი გაფუჭებული იყო, წვიმა იყო, უკვე აციებული იყო, აი ამ სიტუაციაში და ისეთი სისწრაფით დაგვესივნენ უკვე, ხალხმა სცადა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ ჰქონდათ და რაღაცა ჯგუფმა სცენის მხრიდან მოახერხა გარღვევა კუთხის და შევარდნენ კინოთეატრში და ამ დროს კინოთეატრში თურმე ფილმს უყურებდნენ, ფილმი მიდიოდა, იჯდა საზოგადოება, რომელიც ფილმს უყურებდა და ამათ შეჰყვნენ რა თქმა უნდა ისინი ვინც დასარბევად იყვნენ მოსული და ვისაც ბილეთი არ ჰქონდა და ვერ უჩვენა ეს ბილეთი, ისინი ყველანი დაიჭირეს და წაიყვანეს შსს-ში. რამდენიმე სართული იყო გამზადებული ხალხის მისაღებად. ვინც ხელში ჩაუვარდებოდათ ყველას აგდებდნენ, ხელბორკილს ადებდნენ, სცემდნენ ფეხებით და ხელებით, მერე მიათრევდნენ მოლი რომ არის დღეს, სანამ ავტობუსი არ მოვიდოდა და არ ჩასვამდნენ“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.