ხვალ, პრეზიდენტის განკარგულებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის თანახმად, საკმაოდ ბევრი საკითხია განსახილველი. მათ შორის არის საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც ქალაქ ლაზიკას სტატუსს შეეხება.
დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საგაზაფხულო სესიის დახურვამდე ხვალინდელი სხდომის გარდა კიდევ სამი სხდომა გაიმართება.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია, ივნისის ბოლო პარასკევს, 29 ივნისს დაიხურება.