ტაო-კლარჯეტში, ექსკურსიის დროს „ახალი ლიცეუმის“ მოსწავლეებმა ოპიზას უძველეს, თითქმის განადგურებულ ტაძარში ადამიანის სხეულის ნაწილებს მიაკვლიეს.
მეცნიერების ვარაუდით, შესაძლოა ახალი აღმოჩენა შუასაუკუნეების დროს მოღვაწე ოპიზელი ბერების ნაშთები იყოს.
მკვლევარებს რამდენიმე ვერსია აქვთ: ერთი - შესაძლოა, ის ოქროს მაძიებლებმა გათხარეს და მეორე - სამარხები, შესაძლოა, ტაძრის დანგრევის შედეგად განადგურდა და საძვალეები მიწის ზედაპირზე გამოჩნდა.
არ გამორიცხავენ, იმასაც რომ მოსწავლეების მიერ აღმოჩენილი ადგილი, შეიძლება ბერების სამარხი - აკლდამა იყოს.
მეცნიერები ამბობენ, რომ აუცილებელია ოპიზაში არქეოლოგებისა და ექსპერტების სასწრაფოდ ჩასვლა და აღმოჩენის ადგილზე შესწავლა.