გურიაში 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს

გურიაში 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძისა და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავები ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

,,საქართველოს უახლეს ისტორიაში 1989 წლის 9 აპრილი ერთ - ერთი ყველაზე ტრაგიკული და მძიმე დღეა.

21 ქართველის სიცოცხლე შეეწირა ამ უთანასწორო ბრძოლას, მათ შორის იყვნენ ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე და ოზურგეთელი ნინო თოიძე.

ეს დღე ჩვენს მეხსიერებაში დარჩება როგორც თავისუფლებისთვის და ქვეყნის სიყვარულისთვის ბრძოლის სიმბოლო.

მინდა თითოეულ გარდაცვლილს მადლობა გადავუხადო თავისუფლებისთვის", - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.