ამორალურია, რომ კაცი, რომელიც ამბობდა, რუსი ბანი ვარო, რუსთაველზე მისვლას უშლის 9 აპრილის აქციის წამყვანს, ირაკლი ქადაგიშვილს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საქართველო არასდროს დათმობს თავისუფლებას, რომელიც 9 აპრილის გმირებმა მოიპოვეს.
„კაცი როცა თავის თავზე ამბობს, მე ვარ რუსი ბანიო და რუსთაველზე მისვლას უშლის 9 აპრილის მიტინგის, აქციის წამყვანს, ირაკლი ქადაგიშვილს, ეს ამორალურია, ეს უნდა ვიცოდეთ. ჩვენ შედარებით პატარები ვიყავით, ჩვენს შორის არიან უფროსი თაობის ადამიანები, რომლებიც უშუალო მონაწილეები არიან, წამყვანი იყო იმ აქციის ირაკლი ქადაგიშვილი. და კაცი, რომელიც იძახდა, მე რუსი ბანი ვარო, აგვისტოს ომის შემდეგ, სხვათაშორის, ეს კაცი ცდილობს, ხელი შეუშალოს ირაკლი ქადაგიშვილს მისვლაში. წარმოუდგენელი ამბავია. აქედან გამომდინარე, ჩვენ პროვოკაციას არ ავყევით და 9 აპრილის მემორიალთან მისვლის გამო, მუშტიკრივი არ ავტეხეთ, ამით ძალიან ნუ გაიხარებენ. რეალურად, საქართველო არასდროს დათმობს თავისუფლებას, რომელიც მათ შორის 9 აპრილის გმირებმა მოიპოვეს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.