ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტი, აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ქუთაისში "ქართული ოცნების" აქციაზე ქუთაისელები არ მისულან.
ბობიხიძის თქმით, აქციაში მონაწილეობის მისაღებად იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდან გურიიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან ჩავიდნენ.
„აქციაზე ქუთაისელები არ მისულან“,- აცხადებს ბობოხიძე. მისი თქმით, "მიტინგზე ქუთაისელები რომ მისულიყვნენ, მიმდებარე ტერიტორია ხალხს ვერ დაიტევდა".
აკაკი ბობოხიძე „ქართული ოცნების აქციაზე ქუთაისელების „არ მისვლას“ და მათ განაწყენებას, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ქუთაისში ახალი პარლამენტის შენობისთვის სხვა ფუნქციის მინიჭების შესახებ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.
"ეს ქუთაისის აქცია არ იყო და გასაკვირი არც არის, რადგან ივანიშვილი არ მალავს და პირდაპირ აცხადებს, რომ ქალაქს წაართმევს იმას, რაც ქუთაისისთვის ამ საუკუნის მონაპოვარია – ეს არის მეორე დედაქალაქის და საპარლამენტო ქალაქის სტატუსი.
საგულისხმოა, რომ აკაკი ბობოხიძე, ქუთაისის აქციის წინასწარი შეფასებისას from.ge-სთან საუბარში აცხადებდა, რომ ქუთაისში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისა და არაკეთილმოსურნეების არცთუ დიდი რაოდენობა შეიკრიბება.
ბობოხიძის განცხადებით, ნებისმიერი რაოდენობა მოსახლეობისა ერთდროულად დიდიცაა და პატარაც. მისივე თქმით, დიდია „ქართული ოცნებისთვის“ და პატარაა სრულიად საქართველოსთან შედარებით.
„საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს მოწინააღმდეგეები და არაკეთილისმსურველები და ბუნებრივია, ასეთი მოსახლეობის რაღაც ნაწილი მოიყრის თავს“,- თავს აცხადებდა ბობოხიძე აქციიამდე ერთი დღით ადრე.
ბობოხიძე ქართული ოცნების ლიდერის ქუთაისში გამოსვლას, უფერულს და მოძველებულს უწოდებს. „ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს და ისეთივე უფერული იყო, როგორც ზოგადად არის ხოლმე", - განაცხადა ბობოხიძემ.
რაც ბობოხიძის აზრით, ივანიშვილმა იგივე პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაზეც ხელისუფლება საუბრობს. რაც ბობოხიძის განმარტებით, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ხელისუფლებას აბსოლუტურად სწორი პრიორიტეტები აქვს.
შეგახსენებთ, რომ სააგენტო „ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის აქციას 55 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.