8-12 ივნისს ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის განვითარების მიზნით, ჩინეთსა და კორეაში საქართველოს ეროვნული სააგენტო ქართულ ღვინოს პოპულარიზაციას გაუწევს.
დღეს, ჰონგ-კონგში სტარტს აიღებს „ქართული ღვინის“ საღამოები. საღამოს გახსნის ღვინის მაგისტრი და ჟურნალისტი დებორა მეიბურგი, რომელიც მონაწილეებს ქართული ღვინის უპირატესობასა და ქართული კომპანიების პროდუქციას გააცნობს.საქართველოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კი სტუმრებს საქართველოს პოტენციალზე გაესაუბრებიან.
„ქართული ღვინის“ საღამოები სეულში გაგრძელდება კორეის ბაზრებით დაინტერესებული ქართული კომპანიების, აზიის რეგიონში შესაბამისი პროდუქციის იმპორტიორების და სექტორში მოღვაწე მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
ღვინის სადეგუსტაციო საღამოები „Financial Times”-ის კონფერენციების ფარგლებში იმართება. ბიზნეს გამომცემლობა ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნებში ახდენს საზოგადოების ინფორმირებას ეკონომიკის ახალ ტენდენციებთან დაკავშირებით. ქართული ალკოჰოლური სასმელების ასორტიმენტი წარმოდგენილი იქნება შემდეგი კომპანიების მიერ: ”ასკანელი ძმები”, ”ბაგრატიონი”, ”კახური ტრადიციული მეღვინეობა”, ”ქინძმარაულის მარანი” და ”თბილღვინო”