ირაკლი კირცხალია Byline Times-ის სტატიაზე: ეს არის იმ საცეცების და ფესვების ნამუშევარი და ნახელავი, რომელიც ძალიან ღრმად აქვს გადგმული ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითს“

ირაკლი კირცხალია Byline Times-ის სტატიაზე: ეს არის იმ საცეცების და ფესვების ნამუშევარი და ნახელავი, რომელიც ძალიან ღრმად აქვს გადგმული ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითს“

ეს არის იმ საცეცების და ფესვების ნამუშევარი და ნახელავი, რომელიც ძალიან ღრმად აქვს ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითს“, გნებავთ „გლობალური ომის პარტია“ დაარქვით, რომელსაც ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ტრამპი და მისი ადმინისტრაცია წინასაარჩევნოდ გამოიყენებდა და ასე ღიად გაუხსნიდა ცეცხლს თავიანთ ქვეყანაში, ჩვენ უკვე ვამხელდით იმიტომ, რომ იმ დიდი და ბოროტი სქემის ნაწილი იყო ჩვენი ქვეყანაც, რასაც ესენი კარნახობდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ Byline Times-ის სტატიაზე საუბრისას.

„ქალბატონი საბანაძე, ბატონი კაპანაძე, მათი წარსული ძალიან მოკლედ რეტროსპექტივაში რომ გავიხედოთ, ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ცრუ დასმენას აწარმოებდნენ სხვადასხვა კომისიაზე, თავიანთსავე პატრონებთან, ძალიან ბევრი რეზოლუციის, აქტის, განცხადების თანაავტორები. ვხედავთ, რომ მათივე სტატიაზე, ანუ თავიანთ აგენტურულ ქსელზე დაყრდნობით, ესა თუ ის გამომცემლობა [აქვეყნებს სტატიას]. რა მნიშვნელობა აქვს, ცნობილი გამომცემლობაა თუ არ არის ცნობილი, წყარო ხომ ცნობილია, რაც არის - აქ, ამ აგენტურამ ხომ მიაწოდა ინფორმაცია, ამ აგენტურის ინფორმაციას ხომ დაეყრდნო თავისი პატრონი, თავიანთი აგენტურული ტელევიზიებით ხომ გაავრცელეს ეს თემა. ებრძვიან სიმართლეს, საღ აზრს, ობიექტურობას და სახელმწიფოებრიობას“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

Byline Times-ის სტატია, სადაც ავტორი ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე წერს, შეკვეთილი და დაფინანსებულია სოროსის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ და სერგი კაპანაძისა და ნატალია საბანაძის მოსაზრებებზეა აგებული.