ცნობილი ვარსკვლავები შემოსავლების დიდ ნაწილს სარეკლამო კომპანიებიდან იღებენ, ამიტომაც მათი უმეტესობა თითქმის არც ერთი პროდუქციის რეკლამირებაზე უარს არ ამბობს. პოპ-ვარსკვლავ რიანაზე სარეკლამო ბიზნესში, დიდი მოთხოვნაა, მაგრამ როგორც ჩანს Vita Coco -ს სარეკლამო აგენტები კარგად მუშაობენ. მომღერალი ამჯერად სწორედ მათ პროდუქციას გაუწევს რეკლამირებას.
Vita Coco-ს ხილის ახალი გამაგრილებელი სასმელის რეკლამაში ვარსკვლავი ანანასის ნახატით გაფორმებულ შორტებში გამოჩნდა. ნათელი და საზაფხულო ფოტოები, მომღერალს ტერი რიჩარდსონმა გადაუღო.